საქართველო დღეს, 11 აპრილს, მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის შესახებ კითხვარს მიიღებს.
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამ კითხვარის შევსების პროცესში პირადად ჩაერთვება და გააკონტროლებს მას.
"ყველა ის სიკეთე, ყველა ის პროგრესი, რომელიც მიღწეულ იქნა ამ ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობაში, არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი გუნდის დამსახურება. დაწყებული ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ყველაფერი უკავშირდება ქართულ ოცნებას.
ასე რომ, ამ პასუხისმგებლობით, მივიღებთ რა კითხვას, ჩავერთვებით და წარვადგენთ შევსებულ დოკუმენტაციას. მოლოდინი მაქვს, რომ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან, სხვა დაინტერესებულ პირებთან, რომლებიც ამ პროცესში თავის წვლილს შეიტანენ". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა.